1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი
სამუშაო გამოცდილება
1968–1970 წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სანიტარული ნაწილის ექიმ-ორდინატორად
1971–1972 წწ. გუდაუთის რაიონული საავადმყოფოს უროლოგად
1972-1974 წწ. მოსკოვის ს. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი იყო, კლინიკის ექიმ-უროლოგი
1981-1985 წწ. ამავე ინსტიტუტის კლინიკათაშორისი ულტრაბგერითი გამოკვლევების განყოფილების ექიმი
1985-1991 წწ. ინსტიტუტის უროლოგიური კლინიკის ონკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი
1990–1998 წწ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ არის კლინიკური მედიცინის სამეცმნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი
ნაშრომები
ავტორია 150 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება თირკმლის დაავადებათა კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
კვლევების ძირითადი მიმართულებები: თირკმლის კეთილ და ავთვისებიანი სიმსივნეები, შარდკენჭოვანი დაავადება, პიელონეფრიტი, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები და სხვა
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კონტრალატერალური თირკმლის ცვლილებები ცალმხრივი მწვავე ოკლუზიური პიელონეფრიტის დროს", დაიცვა 1980 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "კომპლექსური სხივური დიაგნოსტიკა თირკმლის კიბოს მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის".
ორგანიზაციები, ასოციაციები
რუსეთის ულტრაბგერითი ასოციაცია, წევრი
საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, ხაზინადარი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
1998-2000 წლებში შესრულებული სამუშაოსათვის - "შარდის დერივაციისა და ენტეროცისტოპლასტიკის ახალი მიმართულებები - ხელოვნური შარდისბუშტის ფორმირება ნაწლავის დეტუბულირებული სეგმენტით"